გლობალური მონაცემთა ბაზა Numbeo, რომელიც მსოფლიოში სამომხმარებლო ფასებს სწავლობს, მსოფლიოს 95 ქვეყანაში ბენზინის ფასის რეიტინგს აქვეყნებს.
Numbeo-ს მონაცემებით, ყველაზე ძვირი ბენზინი ჰონგ კონგში, ფინეთსა და ნიდერლანდებშია. შესაბამისად, ჰონგ კონგში 1 ლიტრი ბენზინი 3$ (7.95 ლარი) ღირს, ფინეთში - 2.21$ (5.86 ლარი); ნიდერლანდებში - 2.16$ (5.72 ლარი); მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე იაფი 1 ლიტრი ბენზინი ლიბიაშია და 0.03$ (8 თეთრი) ღირს.
საქართველო ბენზინის სიძვირის მიხედვით ქვეყნების რეიტინგში 63-ე ადგილზეა და 1 ლიტრი ბენზინის საშუალო ფასი 1.18$-ია (3.13 ლარი). პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველოზე იაფია ბენზინი უზბეკეთში (69-ე ადგილზეა და ფასი 1$-ია - 2.65 ლარი); ბელარუსში 78-ზე (0.78$ - 2.07 ლარი), აზერბაიჯანში 82-ზე (0.61$ - 1.62 ლარი), რუსეთში 84-ზე (0.58$-1.54 ლარი), ყაზახეთში 88-ზე (0.51$- 1.35 ლარი).
საქართველოზე ძვირია ბენზინი - უკრაინაში (49-ე ადგილზეა და 1.37$ ღირს), სომხეთსა 58-ზე (1.23$), თურქეთში 59-ზე (1.22$).
იმ ქვეყნების 10-ეული, სადაც ყველაზე ძვირია 1 ლიტრი ბენზინი, ასეთია:
ჰონგ კონგი - 1 ლიტრი ბენზინი 3$ (7.95 ლარი) ღირს;
ფინეთში - 2.21$ (5.86 ლარი);
ნიდერლანდებში - 2.16$ (5.72 ლარი);
საბერძნეთი - 2.15$ (5.70 ლარი);
შვეიცარია - 2.15$ (5.70 ლარი);
სინგაპური - 2.13$ (5.64 ლარი);
დანია - 2.12$ (5.62 ლარი);
ალბანეთი - 2.06$ (5.46 ლარი);
ნორვეგია - 2.04$ (5.41 ლარი);
საფრანგეთი - 2.03$ (5.38 ლარი).