პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 81 ხმით მხარი დაუჭირა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილების თაობაზე კანონპროექტს.
საკითხი სხდომაზე პარლამენტის წევრმა ლევან მაჭავარიანმა წარადგინა. ცვლილება ითვალისწინებს ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის ასაგებად მინიჭებული რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების ავტომატურად გაგრძელებას.
ასევე, კანონპროექტის მიღებით განისაზღვრება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასური ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის ფორმირებისთვის კონკურსის წესით გაცემული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს