სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან 352.2 მლნ. აშშ დოლარის ნავთობის და ნავთობპროდუქტების ადგილობრივი ექსპორტი განხორციელდა, რომლის თითქმის მესამედი, 96.9 დოლარის, ტოგოში გავიდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 3 107.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 19.8 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-მაისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ნავთობი და ნავთობპროდუქტები არის წარმოდგენილი 352.2 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 18.3 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ძვირფასი ლითონის მადნები და კონცენტრატები, 255.6 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 130.8 მლნ. აშშ დოლარით.