მსოფლიო ბანკის პროგნოზით საქართველოში 2025 წელს 5.5%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდება. 2026 წელს კი 5%-იანი. მიმდინარე წლის იანვართან შედარებით, ბანკს წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პროგნოზი 0.5%-ით აქვს შემცირებული, 2026 წლის 5%-იანი პროგნოზი უცვლელად არის დატოვებული.
მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, საქართველოში უკვე მეორე წელია ფულადი გზავნილები მცირდება. მიზეზი რუსეთიდან გზავნილების დაახლოებით 70%-იანი კლებაა. ანგარიშში ასევე აღნიშნულია რეგიონში შემცირებული საგარეო მოთხოვნაც. ამ კონტექსტში საქართველოს ნაწილზე ექსპორტის ზრდის შენელებაზეა საუბარი.
"საქართველომ 2022 წელს მნიშვნელოვნად გააძლიერა საკუთარი პოზიცია როგორც რეექსპორტის ჰაბმა, რადგან ქვეყნიდან მეორადი მანქანები ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში გადიოდა, ახლა ექსპორტის ზრდა შენელდა." - წერია მსოფლიო ბანკის ანგარიშში.