რამდენად მუშაობს ფქვილზე დაწესებული სარკისებური საიმპორტო დროებითი გადასახადი და პარალელურად რამდენად აღდგა ხორბლის იმპორტი და დაუბრუნდა თუ არა იმპორტის მაჩვენებელი ძველ ნიშნულს - ამ და სხვა თემებზე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორმა ლევან სილაგავამ ისაუბრა. მისი თქმით ფქვილზე გადასახადი შემოიღეს იმიტომ, რომ ხორბალზე რუსეთი მცურავ ბაჟს ყოველკვირეულად ცვლის და ყოველ კვირა მოსაკრებლის შეცვლა მოუხერხებელია.
„მოსაკრებლის ფასი შეთანხმებული იყო კონსულტაციის შედეგად, ჩვენ უფრო მეტი ფასი შევიტანეთ, რომ გადაგვეზღვია, მაგრამ მივიღეთ ის რაც მივიღეთ, თუმცა მაშინაც ითქვა, რომ იმ შემთხვევაში თუ ბაზარზე გამოწვევები იქნება მოსაკრებელი შეიცვლება, ვფიქრობ რუბლის გაუფასურებამ ხორბლის გადასახადზე სერიოზულად იმოქმედა.
უახლოეს მომავალში გადასახადის ცვლილების აუცილებლობა დადგება, თუმცა დღეს ვმუშაობთ იმ სეგმენტში რაშიც ვარ და ვცდილობთ ჩავიბაროთ ხორბალი იმ ფასად რაც შეთანხმებული იყო. აქ არის სამი ინდუსტრიის თემა, პურის მწარმოებლების, წისქვილკომბინატების და მარცვლეულის მწარმოებლების , შესაბამისად ფასის დადგენის დროს დასახელებული იყო ორი პარამეტრი. პირველი იყო ის, რომ სავარაუდო ფასი მეპურეების გათვლებით უნდა ყოფილიყო და ერთი ტომარა ფქვილის მეპურეებისთვის მიწოდების ფასი 52 ლარი უნდა ყოფილიყო, შესაბამისად ერთ კგ ზე გამოდიოდა 70 თეთრი. შესაბამისად თუ მეპურეებმა ხორბალი 53 ლარად მიიღეს წისქვილკომბინატები დაპირებულ შემოსავალს მიიღებენ, სხვა შემთხვევაში ეს თანხა 47 ლარის ფარგლებში იმერყევებს და წისქვილები 47 ლარში ვეღარ იმუშავებენ და შესაძლოა გაჩერდნენ.“ - აღნიშნა ლევან სილაგავამ.
რაც შეეხება ხორბლის იმპორტს, სილაგავას განმარტებით პროცესი ნელ-ნელა აღდგენისკენ მიდის რადგან ხორბლის მოსავლის აღდგენა უკრაინაშიც და რუსეთშიც დაწყებულია. სილაგავას თქმით მთავარ გამოწვევად რჩება ის ფაქტი, რომ მარცვლეულის დერეფნის შეთანხმებას 17 ივლისს ვადა ეწურება და რუსეთი მისი გაგრძელების წინააღმდეგია.
„თუმცა ვფიქრობ, რომ გაეროს და თურქეთის ძალისხმევით დერეფანი გაგრძელდება, სხვა შემთხვევაში ვნახავთ საით განვითარდება ბაზარი. ახლა პროცესი აღდგენისკენ მიდის და ჩვენ ცოტა ხანში გვექნება ორი გამოწვევა. ერთი არის ის, რომ ხორბლის აღდგენის პროცესის პარალელურად 5 თვიანი გეგმა დასრულებისკენ რომ წავა ჩვენ კონსულტაციები უნდა გავმართოთ სახელმწიფოსთან და წისქვილკომბინატების მუშაობა გრძელვადიანად განვიხილოთ. როდესაც ეს ხუთ თვიანი პროცესი დასრულდება ჩვენ უნდა ვიცოდეთ ნოემბერში საით წავა ბაზარი, დავუბრუნდებით ფქვილის იმპორტს თუ წისქვილები გააგრძელებენ მუშაობას. წნეხი რომელიც ბაზარზე და წისქვილკომბინატებზე გვაქვს გამოწვეულია იმით, რომ არ ვიცით გაგრძელდება თუ არა ეს პროგრამა, მათ შორის ფერმერებმაც არ იციან.