ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის პარალელურად ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შესაძლოა, მხოლოდ 25 საბაზისო პუნქტით შეამციროს, - ამის შესახებ წერია „თიბისი კაპიტალის“ მაკროეკონომიკურ მიმოხილვაში წერია, რომელიც ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ეკონომიკურ ეფექტებს აანალიზებს.

მიმომხილველები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ბაზრის მოლოდინებით, 2026 წელს აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ განაკვეთის შემცირება უკვე საბაზო სცენარს აღარ წარმოადგენს.

„გაზრდილი რისკების ფონზე, იმ დაშვებით, რომ აქტიური სამხედრო მოქმედებები დღეიდან, დაახლოებით, ერთ თვეში დასრულდება, იზრდება იმის ალბათობაც, რომ სებ-მა წლის ბოლომდე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მხოლოდ 25 საბაზისო პუნქტით, 7.75%-მდე შეამციროს, ნაცვლად აქამდე არსებული 7.5%-ის მოლოდინისა. ამ კუთხით, საყურადღებოა, რომ, ბაზრის მოლოდინებით, 2026 წელს აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ განაკვეთის შემცირება უკვე საბაზო სცენარს აღარ წარმოადგენს“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.