TBC კაპიტალის სამშენებლო სექტორის გზამკვლევში ნათქვამია, რომ 2022 წელს მიწის ტრანზაქციების ყველაზე მაღალი წლიური ზრდა ზუგდიდში (+21%), ბათუმსა (+16%) და ბაკურიანში (+2%) დაფიქსირდა. რაც შეეხება დანარჩენ ქალაქებს, თბილისში დაახლოებით ისეთივე დონე შენარჩუნდა რაც 2021 წელს და გაყიდვებმა მხოლოდ 1%-ით იკლო. მსგავსი სიტუაცია შეიმჩნევა რუსთავშიც. ქუთაისსა და გორში წლიურად 11%-ით შემცირდა მიწის ტრანზაქციების რაოდენობა.

2022 წელს გაყიდვების ყველაზე დიდი რაოდენობა დიდ დიღომში დაფიქსირდა (962), რაც 2021 წელთან შედარებით 13%-ით ნაკლებია. მას შემდგომ მოჰყვება სამგორი (+25%) 394 ტრანზაქციით და ისანი (+1%) 234- ით.

ბათუმის პერიფერიებში ტრანზაქციების გაცილებით მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება გარეუბნებთან შედარებით. წლიური ზრდაც პერიფერიებში უფრო მაღალია და 2022 წელს 19%-ს აღწევს. ამავე პერიოდში კი გარეუბნებში მხოლოდ 2%-ნი ზრდა დაფიქსირდა.

რაც შეეხება 2020 და 2021 წლებში, ასეთი სურათია:

2020 წელს პანდემიის გამო ყველა ქალაქში არ შეინიშნება კლება ტრანზაქციების რაოდენობაში. მაგალითად, გორში (+6% წ/წ), თელავში (+8% წ/წ) და რუსთავში (+3% წ/წ) დადებითი ცვლილებები დაფიქსირდა 2019 წელთან შედარებით.

2021 წელი საკმაოდ აქტიური აღმოჩნდა და ყველა ქალაქში მნიშვნელოვანი წლიური მატება დაფიქსირდა. განსაკუთრებით გუდაურში, სადაც გაყიდვების რაოდენობა 148%-ით გაიზარდა. 2022 წლის მაჩვენებლები, მართალია აჭარბებს პანდემიამდელ დონეს, მაგრამ ქალაქების უმეტესობაში ჩამორჩება 2021 წელს.