2025 წლის მაისში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება წლიურად 7.4%-ით, 1,307 გვტ. საათამდე შემცირდა, - ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვაშია აღნიშნული.

მაისში ჰიდროსადგურების გამომუშავება წლიურად 7.5%-ით შემცირდა და 1,299 გვტ საათი შეადგინა, ხოლო ქარის სადგურის გამომუშავება წლიურად 19.3%-ით გაიზარდა და 7.8 გვტ. საათს გაუტოლდა.

მიმოხილვის მიხედვით, ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 2.2%-ით 1,072 გვტ. საათამდე გაიზარდა. საცალო მოხმარება წლიურად 5.4%-ით 606 გვტ. საათამდე, ხოლო მსხვილი მომხმარებლების მოხმარება 4.5%-ით 297 გვტ. საათამდე გაიზარდა. ოკუპირებული აფხაზეთის ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 11.2%-ით შემცირდა და 170 გვტ. საათი შეადგინა.

საბალანსო ელექტროენერგიის ბაზარზე ერთი კილოვატ საათი ელექტროენერგიის ღირებულებამ 4.99 აშშ. დოლარი ცენტი შეადგინა, რაც წლიურად 12.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.