„გალტ ენდ თაგარტის“ კვირის მიმოხილვის მიხედვით, 2025 წლის ივლისში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები წლიურად 15.7%-ით გაიზარდა.
„2025 წლის ივლისში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები წლიურად 15.7%-ით გაიზარდა, წინა თვის 15.5%-იანი ზრდის შემდეგ და საკრედიტო პორტფელმა 66.1 მლრდ ლარი (24.4 მლრდ აშშ დოლარი) შეადგინა. ამასთან, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, ივლისში სესხების პორტფელის წლიურმა ზრდამ 14.9% შეადგინა (+0.3% თ/თ).
სექტორების მიხედვით, იურიდიული პირების დაკრედიტება კურსის ეფექტის გამორიცხვით წლიურად 15.6%-ით გაიზარდა, ხოლო საცალო დაკრედიტების წლიური ზრდა 14.3% იყო; 2025 წლის ივლისში სესხების დოლარიზაცია წინა თვესთან შედარებით 42.4%-მდე შემცირდა (-0.69პპ თ/თ და -1.86პპ წ/წ).
2025 წლის ივლისში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტები წლიურად 10.9%-ით გაიზარდა (კურსის ეფექტის გამორიცხვით) 62.0 მლრდ ლარამდე (22.8 მლრდ აშშ დოლარი), წინა თვეში დაფიქსირებული 11.6%-იანი წლიური ზრდის შემდეგ.
ვალუტების მიხედვით, ივლისში ლარის დეპოზიტები წლიურად 8.8%-ით გაიზარდა (+9.5% წინა თვეში), ხოლო უცხოური ვალუტის დეპოზიტების წლიური ზრდა 13.2% იყო (+13.7% წინა თვეში). ამასთან, ივლისში დეპოზიტების დოლარიზაციამ 49.7% შეადგინა (უცვლელი წ/წ და +1.17პპ წ/წ)“, - აღნიშნულია „გალტ ენდ თაგარტის“ მიმოხილვაში.