იუსტიციის სახლმა, დასავლეთ საქართველოს  ფილიალების რემონტისათვის 2.1 მლნ ლარის ღირებულების ტენდერი 25 მაისს გამოაცხადა. ტენდერში წინადადებების მიღება კი 15 ივნისს დასრულდა. ტენდერი შერჩევა/შეფასების ეტაპზეა და შპს „ანტარეს სერვისი“ ერთადერთი კანდიდატია. ამის შესახებ Gbc.ge წერს.

სამუშაოების პირველი ეტაპი უნდა შესრულდეს 2023 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, ხოლო მეორე ეტაპი 2024 წლის 31 ივლისის ჩათვლით, გეგმა გრაფიკის შესაბამისად.

ტენდერის მიხედვით, რემონტი უნდა ჩაუტარდეს იუსტიციის სახლის 37 ფილიალს.

სამუშაოებზე საგარანტიო ვადა უნდა გავრცელდეს მიღება-ჩაბარების აქტის შედგენიდან ერთი წლის განმავლობაში.

პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ანალოგიური სამუშაოების, კერძოდ, არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობის ან/და ინტერიერის და ექსტერიერის სარემონტო სამუშაოების გამოცდილება, რომლის ჯამური ღირებულებაც 2020 - 2023 წლებში არ უნდა იყოს 1 000 000 ლარზე ნაკლები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით.

შპს „ანტარეს სერვისი“ დარეგისტრირებულია 2012 წელს. მისი 100% წილის მფლობელი ქეთევან მაჭარაშვილია.