2026 წლის II კვარტალში, დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნესსექტორში ლიდერობდნენ ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები, შესაბამისად, 29.5, 11.3 და 9.1 პროცენტიანი წილებით.

სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდიოდა ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.1 პროცენტი), მშენებლობის (7.6 პროცენტი), აგრეთვე ინფორმაციისა და კომუნიკაციის (6.4 პროცენტი) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების (5.7 პროცენტი) დარგის საწარმოებზეც.

2026 წლის II კვარტალში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 828.4 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 4.1 პროცენტით მეტია. 

საწარმოთა საქმიანობის შედეგები საქსტატმა გამოაქვეყნა