ევროკავშირის ქვეყანათა შორის, სადაც ადამიანები სიღარიბისა და სოციალური გარიყულობის რისკის ქვეშ არიან, რუმინეთი და ბულგარეთი არიან „გამორჩეული“. ამის შესახებ Eurostat-ის მონაცემებიდან ვიგებთ.
სტატისტიკის თანახმად, სიღარიბის ან სოციალური გარიყულობის რისკის ქვეშ რუმუნეთის მოსახლეობის 34% დგას, ბულგარეთში კი ეს მაჩვენებელი 32%-ია.
გთავაზობთ ევროკავშირის 10 ქვეყანას, რომლებშიც სიღარიბისა და სოციალური გარიყულობის რისკის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია:
- რუმინეთი - 34%
- ბულგარეთი - 32%
- საბერძნეთი - 26%
- ესპანეთი - 26%
- ლატვია - 26%
- ესტონეთი - 25%
- ლიტვა - 25%
- იტალია - 24%
- დანია - 21%
- საფრანგეთი - 21%
მეორე მხრივ, ჩეხეთი და სლოვენიაა ის ქვეყნები, სადაც ეს მაჩვენებელი ყველაზე დაბალია.
გთავაზობთ ევროკავშირის 10 ქვეყანას, რომლებშიც სიღარიბისა და სოციალური გარიყულობის რისკის მაჩვენებელი ყველაზე დაბალია:
- ჩეხეთი - 12%
- სლოვენია - 13%
- ნორვეგია - 16%
- პოლონეთი - 16%
- ფინეთი - 16%
- სლოვაკეთი - 17%
- ნიდერლანდები - 17%
- კვიპროსი - 17%
- დანია - 17%
- ავსტრია და უნგრეთი - 18-18%
განვმარტოთ, რომ Eurostat-ის მიხედვით, სიღარიბის რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებში იგულისხმებიან ისინი, ვისი ეკვივალენტური განკარგვადი შემოსავალი სიღარიბის რისკის ზღვარზე ნაკლებია. ეს მაჩვენებელი არ ზომავს სიმდიდრეს ან სიღარიბეს, არამედ დაბალ შემოსავალს ამ ქვეყნის სხვა მაცხოვრებლებთან შედარებით, რაც ცხოვრების დაბალ დონეს სულაც არ გულისხმობს.