საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი აცხადებს ახალ სასწავლო კურსს, რომელიც მიზნად ისახავს ელექტროენერგეტიკის რეგულირების თეორიული და პრაქტიკული ასპექტების შესახებ ცოდნის გაღრმავებას.
სასწავლო კურსი შემუშავებულია ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის გუნდის მიერ და პასუხობს ენერგეტიკის სექტორის გამოწვევებს.
კურსი განკუთვნილია:
- ენერგეტიკის სექტორსა და რეგულირებად კომპანიებში დასაქმებული სპეციალისტებისთვის;
- იმ პირებისთვის, რომლებიც სწავლობენ ან მუშაობენ ენერგეტიკის, ეკონომიკის, სამართლის, საჯარო მმართველობისა და ტექნიკური მეცნიერებების სფეროებში;
- ელექტროენერგეტიკის სექტორის სტრუქტურის, მართვისა და რეგულირების საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის.
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეიძენენ საფუძვლიან ცოდნას ელექტროენერგეტიკის რეგულირების საკანონმდებლო, ეკონომიკურ და ტექნიკურ მექანიზმებზე; გაიღრმავებენ უნარებს ენერგეტიკული სექტორის ეფექტიანი ანალიზისა და მართვის მიმართულებით; გაეცნობიან ევროპულ რეგულაციურ პრაქტიკებსა და სექტორის ლიბერალიზაციის ძირითად პრინციპებს.
ტრენინგებს ატარებენ პროფესიონალები, რომლებიც ფლობენ მრავალწლიან პრაქტიკულ გამოცდილებას ენერგეტიკის რეგულირების, სექტორის მართვისა და პოლიტიკის დაგეგმვის მიმართულებით.
კურსის მონაწილეებს ტესტირების შემდგომ, გადაეცემათ სერტიფიკატები.
კურსზე რეგისტრაცია შესაძლებელია შემდგომი ბმულის საშუალებით: https://entc.ge/ka/application_form