საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო CEEI-ის კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში, რომელზეც ევროპული ეკონომიკური ინტეგრაციის პროგრესი და გამოწვევები მიმოიხილეს.
სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ფინანსური სერვისების ევროკავშირის ბაზარზე ინტეგრაციის დაჩქარება პრიორიტეტია. მან ასევე ისაუბრა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ევროკავშირის ინსტიტუტებთან, ასევე ევროპის ცენტრალურ ბანკთან ორმხრივ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივებზე.
პანელურ დისკუსიაზე გამოსვლისას ნათია თურნავამ ასევე აღნიშნა, რომ გასული წლის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვან ფინანსურ სტაბილურობასა და მყარ ეკონომიკურ ზრდას მიაღწია.
"საქართველოში გასული წლის ეკონომიკური ზრდა 7.8% იყო. ჩვენი შეფასებით, ეკონომიკური ზრდა ამ წელს 8.5%-ს მიაღწევს. რაც შეეხება ინფლაციას, 2023 წლის დასაწყისიდან ინფლაცია წარმატებით შევაკავეთ და ახლა ქვეყანაში არის ინფლაცია, რომელიც 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელზე გაცილებით დაბალია. 2024 წლის ოქტომბრისთვის საერთო ინფლაცია შეადგენს 0.3%-ს, ხოლო საბაზო ინფლაცია - 1.2%-ს", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
პანელურ დისკუსიაზე ნათია თურნავასთან ერთად, მომხსენებელი საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბალტიისპირეთსა და სკანდინავიურ ქვეყნებში ვიტას ვასილიაუსკასი იყო. პანელს მოდერატორობას ავსტრიის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი რობერტ ჰოლცმანი უწევდა.
ავსტრიის ცენტრალური ბანკის ორგანიზებით გამართული ყოველწლიური კონფერენცია, წელს ევროპის ეკონომიკური ინტეგრაციის თემას მიეძღვნა. CEEI-ის კონფერენციაზე ცენტრალური ბანკების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამეცნიერო წრეების მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ეკონომიკური ზრდა ამ წელს 8.5%-ს მიაღწევს - ნათია თურნავა
რუსეთი საქართველოსთან რეგიონთაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობას განიხილავს
სამხრეთ კავკასიის რეგიონი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში კონფლიქტების ზონა იყო, მშვიდობის ზონა ხდება - ილჰამ ალიევი
რუსეთს სომხეთის რკინიგზის აზერბაიჯანთან და თურქეთთან დაკავშირებაში მონაწილეობა სურს
რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა აღარ შეიქმნება, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები კი, სავარაუდოდ, ისევ გაერთიანდება
ევროკავშირის გაფართოების ახალ გეგმაში საქართველო კვლავ არ ფიგურირებს - რეფორმებზე ევროკავშირი ოქტომბერში იმსჯელებს