2023 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.6 პროცენტი შეადგინა. ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს. ინფლაციის ასეთი დაბალი დონე 2016 წლის ნოემბრის შემდგომ არ ყოფილა.

სერვისების ჩამონათვალს, რომელიც 2023 წლის ივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირდა შემდეგია:

  • საბანკო მომსახურების ღირებულება - 27.9%
  • ელექტროგაყვანილობის ხელოსნის მომსახურება - 26.5%
  • ძიძის მომსახურების ღირებულება - 21%
  • სტომატოლოგის მომსახურება (კბილის დაბჟენა) - 15.4%
  • თერაპევტის კონსულტაცია - 14%
  • მღებავის მომსახურება - 13%
  • სანტექნიკოსის მომსახურება - 11%.