შემოსავლების სამსახურის ვებგვერდით www.rs.ge სარგებლობა დროებით შეზღუდულია. მიზეზი ტექნიკური ხარვეზია. სამსახური საიტზე მუშაობის შეფერხების გამო განცხადებას ავრცელებს:
,,ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ შიდა ქსელის სისტემური დაზიანების გამო, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დროებით შეჩერებულია გარკვეული სახის ელექტრონული სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა. მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები, რათა დროულად მოხდეს მომსახურების სრული აღდგენა.
აქვე გაცნობებთ, რომ სასურველი ინფორმაციის მისაღებად, 09:00 საათიდან - 18:00 საათამდე, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრს - 2 299 299 ან ისარგებლოთ RS ჩათის/ RS ბოტის მეშვეობით ან მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე info@rs.ge.
შემოსავლების სამსახური ბოდიშს გიხდით შექმნილი შეფერხებისთვის.’’- ნათქვამია განცხადებაში.