შუა დერეფანში 2013 წლიდან პირველი მატარებლის გავლის შემდეგ, ჩინეთიდან და ევროპაში სარკინიგზო გზით 20 000 საკონტეინერო მატარებელმა გაიარა. Trend-ი წერს, რომ ჩინეთის ჩრდილოებთის ავტონომიური რაიონის ერენხოტის სარკინიგზო პორტიდან შუა დერეფნის გავლით მე-20 000 მატარებელი დაიძრა.
სატრანზიტო დერეფანი 10 000-დან 20 000-მდე მატარებელმა 3 წელიწადში გაიარა. მანამდე 2013 წლიდან 2022 წლამდე შუა დერეფანს 10 000-მა სატვირთო მატარებელი ჰყავდა გატარებული. არსებული დროით ექსპრესს ხაზზე 73 მარშრუტი მუშაობს, რომელიც 70 ლოგისტიკურ კვანძს 10-ზე მეტ ქვეყანაში აერთიანებს - გერმანიისა და პოლონეთის ჩათვლით. ის მოიცავს 60 ქალაქს და ჩინეთის 24 პროვინციას.
„შუა დერეფანი მხოლოდ იდეა არ არის. ის ნაბიჯ-ნაბიჯ რეალობად იქცევა“, - განუცხადა Trend-ს თურქული ლოგისტიკური კომპანია Pasifik Eurasia-ს გენერალურმა დირექტორმა ფატიჰ ერდოღანმა, შუა ივლისის ბოლოს შუა დერეფნის გავლით ჩინეთიდან თურქეთში 2 სატვირთო მატარებლის ამოქმედებაზე საუბრისას.
მისი სიტყვებით, ტრადიციული საზღვაო მარშრუტებთან შედარებით, შუა დერეფანი არამხოლოდ უფრო მოკლე გზას სთავაზოვბს, არამედ მართვის მაღალ სტანდარტსაც. „ამ მატარებლებს გადააქვთ არამხოლოდ კონტეინერები, არამედ ხედვა, ნდობა, სტრატეგია და საერთო მომავალი“, - აღნიშნა მან.
შუა დერეფანი ეს სატრანსპორტო-სავაჭრო მარშრუტია, რომელიც აზიასა და ევროპას რეგიონის რიგი ქვეყნების გავლით აერთიანებს. ის ტრადიციული ჩრდილოეთისა და სამხრეთის დერეფნების ალტერნატივაა. შუა დერეფანი ჩინეთიდან იწყება და ცენტრალური აზიის - ყაზახეთის, უზბეკეთის და თურქმენეთის გავლით, კასპიის ზღვით აზერბაიჯანს, საქართველოს და თურქეთს უკავშირდება, დანიშნულების საბოლოო ადგილი კი ევროპაა.
წყარო:bm.ge