2024 წლის 1 აგვისტოდან 2025 წლის 23 აპრილამდე პერიოდში, საქართველოდან თხილის ექსპორტმა 16.0 ათას ტონას მიაღწია, რაც 20%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. 26.5 მლნ აშშ დოლარითაა (36%-ით) გაზრდილი ექსპორტირებული თხილის ღირებულებაც და 100.5 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

2024 წლის 1 აგვისტოდან 2025 წლის 23 აპრილამდე პერიოდში 13%-ით გაიზარდა თხილის საშუალო საექსპორტო ფასიც და ერთ კილოგრამზე 6.29 აშშ დოლარი შეადგინა.

ქართული თხილის ექსპორტი ძირითადად ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება. კერძოდ, იტალიაში, ესპანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, პოლონეთსა და ჩეხეთში. გარდა ამისა, თხილის ექსპორტი განხორციელდა სომხეთში, ჩინეთში, თურქეთში, ისრაელში, რუსეთში, ალჟირში და მაროკოში.