რუსეთის ფედერაციის რამდენი მოქალაქის მონაწილეობით და რამდენი იურიდიული პირი დარეგისტრირდა 2022 წლის 13 ოქტომბრიდან დღემდე პერიოდში. - აღნიშნულთან დაკავშირებით მონაცემებს პარლამენტის დეპუტატის თამარ კორძაიას სადეპუტატო კითხვის პასუხად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო  ავრცელებს.

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ელექტრონული მონაცემებით, 2022 წლის 13 ოქტომბრიდან 2023 წლის 26 აპრილამდე პერიოდისთვის:

ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირდა რუსეთის ფედერაციის 8872 მოქალაქე;

წილის მესაკუთრის ან/და დამფუძნებლის სახით რუსეთის ფედერაციის 889 მოქალაქის  მონაწილეობა დარეგისტრირდა 646 იურიდიულ პირში.

ხელმძღვანელი/წარმომადგენლის ან/და მმართველი ორგანოს წევრის სახით, რუსეთის ფედერაციის  638 მოქალაქის მონაწილეობა დარეგისტრირდა 563 იურიდიულ პირში. სააგენტოს ინფორმაციით, მონაცემები  მოძიებულია  შემდეგი სამართლებრივი ფორმის მქონე სუბიექტებში: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო  საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კოოპერატივი, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.