ქართულ ბაზარზე ჯანჯაფილის ფასი 40-დან 90 ლარამდეა. საშუალო საექსპორტო ფასი კი 30 ლარია. საქსტატის მონაცემებით, ბოლო 3 წელიწადში ჯანჯაფილის (კოჭა) იმპორტი 1.5-ჯერ გაიზარდა. მთავარი იმპორტიორი ქვეყანა კი ნიდერლანდებია.

2023 წელს ქვეყანაში $655 000-მდე ღირებულების (213 ტონამდე) ჯანჯაფილი შემოვიდა, 2022-ში - $307 000-მდე ღირებულების (170 ტონამდე) და 2021-ში - $352 000-მდე (137 ტონა) ღირებულების. ამასთან, 2023-ში კოჭას საშუალო ფასი 1.7-ჯერაა გაზრდილი. 2023 წელს საშუალო ფასი ტონაზე $3075 იყო, კილო 30 ლარი გამოდის.

გასულ წელს მთავარი იმპორტიორი ქვეყნები ნიდერლანდები ($519 000), ჩინეთი ($74 000) და ნიგერია ($34 000) იყვნენ. მთავარი იმპორტიორი ნიდერლანდები იყო ასევე 2022 და 2021 წელს.

იმპორტიორების ხუთეული ასეთია:

ნიდერლანდები - $519 000-ის კოჭა შემოვიდა;

ჩინეთი - $74 000-ის 156 ტონა;

ნიგერია - $34 000-ის 22 ტონა;

ინდოეთი - $11 000-ის 3 ტონა

ბულგარეთი - $1600-ის  0.5 ტონა.

რაც შეეხება ექსპორტს, 2023 წელს $275 000-ის (თითქმის 83 ტონა) კოჭა გავიდა ექსპორტზე, 2022-ში - $122 000-ის, 2021-ში - $85 000-ის. ექსპორტი თითქმის 2-ჯერაა გაზრდილი. 2023 წელს ექსპორტიორი ქვეყნები იყვნენ: სომხეთი, რუსეთი და აზერბაიჯანი.

სომხეთში $192 000-ის 52 ტონა კოჭა გავიდა,

რუსეთი $46 000-ის 20 ტონა;

აზერბაიჯანი $38 000-ის 11 ტონა.