ერთ წელიწადში ავიაბილეთები 22.03%-ით გაძვირდა, ხოლო თვიურ ჭრილში 15.65%-ით.

როგორც საქსტატის საიტზე განთავსებული სტატისტიკური მაჩვენებლებიდან ირკვევა, 2026 წლის აპრილში 2025 წლის აპრილთან შედარებით თვითმფრინავით მგზავრობა ზუსტად 22.03%-ით გაძვირდა.

რაც შეეხება ფასების ცვლილებას თვიურ ჭრილში, აპრილში მარტთან შედარებით ავიაბილეთები 15.65%-ით გაძვირდა.

2026 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.9 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას , აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2026 წლის აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.2 პროცენტით განისაზღვრა.

avianews.ge