თბილისის განვითარების ფონდი ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში, სამგორის რაიონში, კალოუბნის ქ. N 18-ში ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას ახორციელებს.

თბილისი მერიის ცნობით, ბინის მშენებლობა 2025 წლის ბოლომდე დასრულდება. 

"აღნიშნულ მისამართზე არსებული 3-სართულიანი ავარიული შენობის სრული დემონტაჟი განხორციელდა და მის ნაცვლად, მრავალბინიანი, 10-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი შენდება. პროექტის შედეგად, ფართებით დაკმაყოფილდება 29 ოჯახი.

სამშენებლო სამუშაოებს შპს „ბიქეი  ქონსთრაქშენი“ ასრულებს და ღირებულება  7 659 154.00 ლარია. 

მიმდინარე ეტაპზე ხორციელდება შემდეგი სახის სამშენებლო/სარემონტო სამუშაოები: კორპუსის ფასადზე მოსამზადებელი სამუშაოები, სადარბაზოს სივრცეებში შპაკლობითი სამუშოების განხორციელება და კერამიკული ფილების დაგება, ასევე თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციულ ელემენტებზე დამუშავება. 

პროექტის მიზანია მცხოვრებლებისთვის უსაფრთხო და კომფორტული საცხოვრებელი პირობების შექმნა, ქალაქის განაშენიანების გაუმჯობესება და სივრცითი განვითარების ხელშეწყობა," - აცხადებს თბილისის მერია.