საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ალან პერსელის მიერ საქართველოს ეკონომიკის მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„ოთხშაბათს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი პერსელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ქვრივიშვილს ჩვენ ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების შესახებ სასაუბროდ და ამერიკული კომპანიებისთვის საქართველოში საინვესტიციო კლიმატის განსახილველად შეხვდა“ – ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.