„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია გუნდურ ვარჯიშს დაუბრუნდა მცირე ტრავმის შემდეგ, რის გამოც „ანჟესთან“ ლიგა 1-ის პირველი ტურის მატჩი გამოტოვა. დიდი ალბათობით, ქართველი ფეხბურთელი 30 აგვისტოს „ტულუზასთან“ გასვლით შეხვედრაში მოედანზე გამოვა“, – ამის შესახებ გამოცემა Paristeam-ი წერს.

„ფრანგულმა გრანდმა ეს ამბავი ფოტოსურათით დაადასტურა. კლუბის გავრცელებულ ცნობაში აღნიშნულია, რომ კვარაცხელიას პრობლემა უმნიშვნელო იყო, თუმცა პარიზელთა სამწვრთნელო და სამედიცინო შტაბი ფრთხილობდა.

„ქართველი ფეხბურთელი, რომელიც პსჟ-ისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა, სავარაუდოდ, თანდათანობით სრულად აღიდგენს ფორმას და მომავალი მატჩებისთვის მზად იქნება. კლუბის ფრთხილი მიდგომა ხაზს უსვამს, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ თავის ძირითად ბირთვს მაქსიმალურად იცავს“, – აღნიშნავს Paristeam-ი.

კვარაცხელია გამოძახებულია საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, რომელიც 4 სექტემბერს თურქეთს უმასპინძლებს, ხოლო 7 სექტემბერს – ბულგარეთს.

პირველი არხი