TurkishAirlines-ის და Pegasus-ის შემდეგ საქართველოს და თურქეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირ ფრენების თურქულ-გერმანული ავიაკომპანია SunExpress-მა დაიწყო. პირველი რეისი ანკარა-თბილისის მიმართულებით დღეს, 5 ივნისს, განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა ავრცელებს.

„რამდენიმე წუთში პირველ რეგულარულ ავიარეისს ანკარა-თბილისის მიმართულებით შეასრულებს თურქულ-გერმანული ავიაკომპანია SunExpress. ამრიგად, TurkishAirlines-ის და Pegasus-ის შემდეგ, დედაქალაქებს შორის პირდაპირ ფრენებს განახორციელებს SunExpress-ი.

Bon voyage! Have a safe and enjoyable flight (კეთილი მგზავრობა. უსაფრთხო და სასიამოვნო ფრენა!), - წერს სოციალურ ქსელში გიორგი ჯანჯღავა.