ეკონომიკის მინისტრის განცხადებით ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვაზე რამდენიმე განაცხადია შესული მათ შორის საერთაშორისო კომპანიებისგან. ლევან დავითაშვილის თქმით, ამ ეტაპზე მიღებული განაცხადების შესწავლა მიმდინარეობს. დეტალური ინფორმაცია კი მოგვიანებით გახდება ცნობილი. ამის შესახებ მინისტრმა დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
„ანაკლიასთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვაზე განაცხადების მიღება 19 ივნისს დამთავრდა რამდენიმე საერთაშორისო კომპანიისგან მივიღეთ განაცხადი, არის ინდივიდუალური კომპანიები და ასევე კონსორციუმები. გარკვეული კრიტერიუმები იყო მოთხოვნილი, ახლა მიდის ამ ინფორმაციის შესწავლა და უახლოეს მომავალში საზოგადოებას მივაწვდით დეტალურ ინფორმაციას. ამ ეტაპზე მეტ ინფორმაციას ვერ გავუზიარებთ.,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.