ამოქმედდება თუ არა 1-ელი ივლისიდან ენერგეტიკული ბირჟა - ამასთან დაკავშირებით მთავრობას ჯერჯერობით კონკრეტული პოზიცია არ აქვს. როგორც ლევან დავითაშვილმა დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მუშაობა ყოველდღიური რეჟიმში მიმდინარეობს.
„ეს არის ძალიან კომპლექსური საკითხი, რომელზედაც საუბარი გვაქვს როგორც საზოგადოებასთან ასევე პარტნიორებთან. პარტნიორების ინფორმირებას ვახდენთ ყოველდღიურ რეჟიმში. დღეს გვქონდა პროცედურული საკითხი მთავრობაზე გატანილი, იმისთვის რომ ავიცილოთ ყველა რისკი და გაუთვალისწინებელი ფაქტორები არ მოქმედებდეს უარყოფითად როგორც გენერაციაზე ასევე მომხმარებლებზე, აქედან გამომდინარე ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ, რომ ამოქმედება იყოს უპრობლემო და უმტკივნეულო.
დღევანდელ მთავრობის სხდომაზე გატანილი საკითხი ეხებოდა ბირჟის წესებში ვაჭრობის კონკრეტულ ელემენტებს იმპორტულ ელექტროენერგიასთან დაკავშირებით,“- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.