AI-სა და მონაცემთა-ცენტრების ზრდა ენერგიაზე მოთხოვნას კიდევ უფრო ზრდის. პროგნოზით, 2030 წლისთვის დატა- ცენტრების გლობალური მოხმარება რუსეთის მთლიან ენერგო-მოხმარებას გადააჭარბებს. ამ მოთხოვნისა და საიმედოობის უზრუნველსაყოფად, ევროპამ ქსელი უნდა გააფართოოს და განაახლოს, - ამის შესახებ ინფორმაციას TBC Capital პუბლიკაციაში „ფინანსური ბაზრების გლობალური მოლოდინები“ აქვეყნებს.

პუბლიკაციის მიხედვით, ენერგოუსაფრთხოება ევროპის ერთ-ერთი უმწვავესი გამოწვევაა. კონტინენტი ენერგიის 45%-ის იმპორტზეა დამოკიდებული და საშუალოდ 50 წლის, მოძველებული ქსელებით სარგებლობს. შედარებისთვის, ჩინეთმა ბოლო 20 წელიწადში ქსელი შვიდჯერ გაზარდა.

„ევროპული ქსელების მოდერნიზაცია კრიტიკულია ეკონომიკური სტაბილურობისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ქსელი AI-სა და თავდაცვის სისტემების ხერხემლად იქცა. მონაცემთა-ცენტრები და ციფრული ქსელები მუდმივ ენერგიაზეა დამოკიდებული, თავდაცვის ოპერაციებს კი ის კომუნიკაციის, დაზვერვისა და ლოგისტიკისთვის სჭირდება. NATO-ს გადაწყვეტილება, გაზარდოს თავდაცვის ხარჯები, ინფრასტრუქტურის ჩათვლით, ქსელის მოდერნიზაციას სტრატეგიულ პრიორიტეტად აქცევს. ეს ტრანსფორმაცია დიდ საინვესტიციო შესაძლებლობებს ქმნის. ახალი დანახარჯების 60% ადგილობრივ, სპილენძის სისტემებზე, 40% კი შორ მანძილზე გამტარ ალუმინის ხაზებზე განაწილდება. ევროპის ენერგეტიკული განახლება ლითონებზე მოთხოვნას გაზრდის.

AI-სა და მონაცემთა-ცენტრების ზრდა ენერგიაზე მოთხოვნას კიდევ უფრო ზრდის. პროგნოზით, 2030 წლისთვის დატა- ცენტრების გლობალური მოხმარება რუსეთის მთლიან ენერგო-მოხმარებას გადააჭარბებს. ამ მოთხოვნისა და საიმედოობის უზრუნველსაყოფად, ევროპამ ქსელი უნდა გააფართოოს და განაახლოს. 2026 წელს ენერგო-ინვესტიციების პრიორიტეტი განახლებადი წყაროები, ბირთვული ენერგია (SMR) და ოფშორული პროექტები იქნება. მზისა და ქარის ენერგია „EU Solar Strategy“-სა და„REPowerEU“ -ს ფარგლებში გაიზრდება, რაც საწვავის იმპორტს შეამცირებს.

ბირთვული ენერგია კი სტაბილურ, დაბალ-ნახშირბადიან საბაზისო სიმძლავრეს უზრუნველყოფს ეკონომიკური და კლიმატური მიზნებისთვის. ოფშორული და პოლარული პროექტები, ჩრდილოეთის ზღვის ქარის ფერმების მსგავსად, მომარაგების დივერსიფიკაციას და ენერგოუსაფრთხოებას გააძლიერებს. ევროპის ენერგო-ბაზრის დინამიკა კომპანიების შეფასების საინტერესო შესაძლებლობებსაც ქმნის. 2024 წელს S&P 500-ის კომუნალური ინდექსი~20%-ით გაიზარდა, ევროპული ანალოგები კი~5%-ით დაეცა. 2026 წლის BBG-ის პროგნოზით, აშშ- ის კომპანიები~16x P/E-ით ივაჭრება, ევროპული კი~11.5x-ით, რაც ისტორიულად მაღალ პრემიუმის სხვაობას აჩვენებს. ამ სხვაობის შემცირებას ხელს შეუწყობს: მზარდი ენერგო-მოთხოვნა, განახლებად წყაროებში კაპიტალის უკეთესი განაწილება, PPA ბაზრის განვითარება და ენერგიის ფასების დასტაბილურდება. ევროპაში მსხვილი PPA-ების გამოჩენა, რომლებიც შესაძლოა 2025 წლის ბოლომდე „ჰაიპერსკეილერებთან“ გაფორმდეს, ინვესტიციებს დააჩქარებს. თუმცა ესპანეთი და სკანდინავია იაფ მწვანე ენერგიას გვთავაზობენ, მონაცემთა ცენტრები, სავარაუდოდ, მაინც მსხვილ სამომხმარებლო ბაზებთან ახლოს აშენდება, რაც უპირატესობას გერმანიასა და ბრიტანეთს ანიჭებს“, - წერია პუბლიკაციაში.