Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7%-ზე უცვლელად რჩება. საინვესტიციო ბანკი ასევე ელოდება, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ისტორიულ მინიმუმამდე — მშპ-ის 2.4%-მდე შემცირდება.
პროგნოზის მიხედვით, ლარის საშუალო კურსი 2.66 ლარი/დოლარი იქნება, ხოლო ინფლაცია 4.8%-ის დონეზე შენარჩუნდება. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილებას 2026 წელს არ ელიან.
ტურიზმიდან შემოსავლები, ბანკის შეფასებით, 4.9 მილიარდ დოლარს მიაღწევს. ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებლები კი ფინანსური სექტორი, ICT, მრეწველობა და ტრანსპორტია.