Росстат-ის მონაცემებით, 2025 წლის პირველ ნახევარში, რუსეთში, წაგებიანი ორგანიზაციების წილმა 30.4%-ს მიაღწია.
ეს მაქსიმუმია 2020 პანდემიური წლიდან, როდესაც კომპანიების 35% ზარალში გავიდა - წერს „Известия“.სტატისტიკაში არ შედის, მცირე და საშუალო საწარმოები (SMEs), ფინანსური ინსტიტუტები (ბანკეფი, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები) და სამთავრობო სტრუქტურები.
ის ძირითადში მსხვილ, კერძო კომპანიებს მოიცავს.როგორც სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, სერგეი კატრინმა ჟურნალისტებს განუმარტა, ზარალიანი საწარმოების რაოდენობის ზრდის მთავარი მიზეზი, მაღალი საპროცენტო განაკვეთია.კომპანიებზე დამატებითი ზეწოლა ასევე მოახდინა ლოჯისტიკის ხარჯების ზრდამ, ასევე წლის დასაწყისში ძალაში შესულმა საგადასახადო წნეხის ზრდამ.
მოამზადა ეკონომიკურმა მიმომხილველმა გოგიტა სურამელაშვილმა