2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ ოქროს ექსპორტიდან 108 024.4 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, საქართველოდან დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული ოქროს ექსპორტი მოცულობის კუთხით კლებას, თუმცა ღირებულებით ნაწილში ზრდას აჩვენებს. ამისი მიზეზი კი არის ის, რომ მსოფლიო ბაზარზე ოქროს ფასი მზარდია. 2024 წლის 11 თვეში საქართველომ სულ 96 158.0 ათასი დოლარის ღირებულების ოქრო გაყიდა.2025 წლის 11 თვის სტატისტიკით ექსპორტზე 1.8 ტონა ოქრო გავიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 2,4 ტონა. კლება 25%-ია.
საქართველოში მოპოვებული ოქროსთვის მთავარი საექსპორტო ბაზარი შვეიცარიაა.
- შვეიცარია - 93 621.5 ათასი დოლარი - 1,6 ტონა
- თურქეთი - 12 972.7 ათასი დოლარი - 0.2 ტონა
- არაბთა გაერთიანებული საამიროები - 1 430.2 ათასი დოლარი - 0.0 ტონა.