დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მოცულობამ 2024 წელს 1 569.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი 2023 წელთან შედარებით 18.6%-ით ნაკლებია, თუმცა 2024 წლის წინასწარ მონაცემებს 17.7%-ით აღემატება,- ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. 

„საქსტატმა“ განმარტა, რომ მონაცემების ცვლილება გამოწვეულია რამდენიმე საწარმოს მიერ რეინვესტიციისა და სესხების მოცულობის დაზუსტებით.

„საქსტატმა“ ასევე განაახლა 2020 წლიდან განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკა. ახალი მონაცემების მიხედვით, ინვესტიციების მოცულობამ ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ცვალებადობა აჩვენა, რაც დაკავშირებულია როგორც გლობალურ ეკონომიკურ გარემოსთან, ისე ადგილობრივი საინვესტიციო დინამიკასთან.

ანალიტიკოსების შეფასებით, ინვესტიციების კლების მიუხედავად, მაჩვენებელი კვლავ ინარჩუნებს სტაბილურ დონეს, ხოლო წინასწარ შეფასებებზე მნიშვნელოვანი გადაჭარბება პოზიტიურად აისახება ქვეყნის საინვესტიციო იმიჯზე.