2023 წლის 7 თვის განმავლობაში საქართველოში 628 140 აშშ დოლარის ღირებულების 62 ტონა მოლუსკები და წყლის სხვა უხერხემლოები შემოვიდა.
იმპორტი ყველაზე დიდი ოდენობით თანხობრივად იტალიიდან, რაოდენობრივად კი ჩინეთიდან განხორციელდა. იტალიიდან 214 830 აშშ დოლარის 1 ტონა მოლუსკი და უხერხემლოები შემოვიდა. ჩინეთიდან კი 145 790 აშშ დოლარის 33 ტონა. 58 930 აშშ დოლარის იმპორტი განხორციელდა ნიდერლანდებიდან, 57 910 აშშ დოლარის პორტუგალიიდან და შესაბამისად 7-7 ტონა მოლუსკები და წყლის სხვა უხერხემლოები შემოვიდა.