"კომპანიის გაყიდვებს, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს ვერ შევადარებთ, რადგან გასულ წელს "დუბაის შოკოლადის" "ბუმი" იყო, მაგრამ ზამთრის პერიოდთან შედარებით, დაახლოებით, 40%-ით არის შემცირებული," - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა მარიამ კაპანაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ზაფხული ჩვენთვის და ზოგადად შოკოლადის ინდუსტრიისთვის, არააქტიური სეზონია. ასევე, სეზონურია კორპორატიული გაყიდვები და უფრო მეტი მოთხოვნა დღესასწაულების პერიოდში არის ხოლმე.
"ამჟამად, 3 სტენდი გვაქვს და რა თქმა უნდა, გაფართოებას ვგეგმავთ", - აცხადებს მარიამ კაპანაძე და ამატებს, რომ ახალი, მეოთხე, ფილიალი ფილიალი და საწარმო, სავარაუდოდ, საბურთალოზე იქნება.
კომპანია ქსელურ მარკეტებში შესვლასაც გეგმავს და აღნიშნულთან დაკავშირებით, აქტიურად მუშაობს.
„შოკოტელა“ ხელნაკეთი შოკოლადის წარმოებისთვის ნედლეულად უმაღლესი ხარისხის ბელგიურ შოკოლადს იყენებს. კომპანია 3 საფირმო მაღაზიასა და საწარმოს ფლობს.