რომელია საქართველოში ნერგებისა და ჩითილების მწარმოებელი ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე 5 საწარმო. საქსტატის მიერ „კომერსანტისთვის“ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის წინასწარი მონაცემებით, ტოპ 5 საწარმო ასე გამოიყურება (სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)
- შპს აგრონეტ
დირექტორი - თურქეთის მოქალაქე ქემალ ქაჰრამანია. მესაკუთრეები: 50% თავად ქემალ ქაჰრამანი ფლობს, 50%-ს კი ასევე თურქეთის მოქალაქე ალი სამი ოზელი - შპს გრინსერვისი +
დირექტორი - ტარიელ კიკნაძე, მესაკუთრეები 33%- კობა ხარშილაძე 33% - ლაშა ფურცხვანიძე, 34% - ტარიელ კიკნაძე.
შპს გრინსერვისი+ სახელმწიფოს შესყიდვებში 2013 წლიდან მონაწილეობს და დღემდე მილიონობით ღირებულების ტენდერები აქვს მოგებული. ამ კომპანიას რამდენიმე სკანდალური საქმეც უკავშირდება, რომელთაც სისხლის სამართლებრივი მიმართულებაც მიეცათ, მათ შორის 2013 წელს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის საქმე, 2022 წელს კი ვაკის პარკის შადრევნის საქმე, რომელსაც 13 წლის მოზარდი ემსხვერპლა. - შპს მოცვის წარმოების პარტნიორი
დირექტორი - ლევან ჩხაიძე, მესაკუთრე: 100% - ნიკოლოზ თავაძე, - შპს მწვანე სახლი
დირექტორები: მირიან მდივანი და თორნიკე თაბაგარი. მესაკუთრე: 100% კობა თაბაგარი. - შპს საქართველოს ნერგები
დირექტორი - კობა ქარჩავა, მესაკუთრე: 100% შპს საქართველოს მარანი (შპს საქართველოს მარანს წილები აქვს როგორც საქართველოს ნერგებში, ასევე მეღვინეობა ხარებაშიც, თავად შპს საქართველოს მარანის 100%-ის მფლობელი კი შვეიცარიაში დარეგისტრირებული სააქციო საზოგადოება ინტელლეგენს ჰოლდინგ აგ-ია , გენერალური დირექტორი კი ალექსანდრე ხარებავა, რომელსაც 2014-2016 წლებში მმართველი პარტიისთვის 100 ათას ლარამდე აქვს შეწირული. რაც შეეხება ამჟამინდელ დირექტორ კობა ქარჩავას ის 2016 წელს შპს ბლექ სი არენას დირექტორის თანამდებობასაც იკავებდა.)
როგორც აღმოჩნდა 2022 წელს წინა წელთან შედარებით ცვლილებებია, ხუთეულში ადგილის შენარჩუნება შეძლო სამმა კომპანიამ: შპს გრინსერვისი +, შპს მწვანე სახლი და შპს საქართველოს ნერგები.
2021 წლის ხუთეული:
- შპს გარდენია
კომპანიის 100%-ის მესაკუთრე და დირექტორიც ზურაბ შევარდნაძეა. - შპს გეო-ნერგი
კომპანიის 100%-ის მესაკუთრე და დირექტორი ბესო ჩერქეზიშვილია - შპს გრინსერვისი +
- შპს მწვანე სახლი
- შპს საქართველოს ნერგები