„უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან სტომატოლოგიურ მომსახურებაზე მოთხოვნა საკმაოდ გაზრდილია“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ სტომატოლოგიური კლინიკა"ბენედენტის"დამფუძნებელმა და დირექტორმა, ექიმმა ინგა ბაიდაშვილმა უთხრა, მისი თქმით მას შემდეგ რაც საქართველოში უკრაინის და რუსეთის მოქალაქეები შემოვიდნენ მოთხოვნა გაიზარდა.
„ბოლო ერთი წლის განმავლობაში რუსების და უკრაინელების თემა ძალიან წამოწეულია, მოიმატა რუსი და უკრაინელი პაციენტების ნაკადებმა, თავიანთი ჯგუფები აქვთ და ერთი-ორ პაციენტს რომ მიიღებ შემდეგ სხვებსაც ურჩევენ“ - აღნიშნა ინგა ბაიდაშვილმა.
ბაიდაშვილმა სამედიცინო ტურიზმის მიმართულებითაც ისაუბრა და განმარტა, რომ მის კლინიკას ჰყავს ისეთი პაციენტები, რომლებიც საქართველოში მხოლოდ სტომატოლოგიური მანიპულაციისთვის ჩამოდიან და შემდეგ უკან ბრუნდებიან.
„სამედიცინო ტურიზმის მიმართულება სულ გვქონდა, ადრე უფრო არაბეთიდან ჩამოდიან, ახლა გვყავს იტალიიდან, საბერძნეთიდან, ისრაელიდან ამერიკიდან ჩამოდიან აქ იკეთებენ და შემდეგ მიდიან, ასევე ჩამოდიან ემიგრანტები“ - აღნიშნა ინგა ბაიდაშვილმა.
ბადიაშვილის თქმით გამომდინარე იქიდან, რომ სახარჯო მასალები ძალიან გაძვირებულია, რიგ პროცედურებზე ფასების გაზრდა მოუწიათ, ფასების ზრდის მიზეზი ასევე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული რეგულაციებიც არის.
„გამომდინარე იქიდან, რომ პანდემიის შემდეგ სახარჯი მასალები გაძვირდა, გარკვეულ პროცედურებზე საშუალოდ ფასების 30%-ით დაკორექტირება მოგვიწია, გარდა ამის ფასების ზრდა განაპირობა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებულმა რეგულაციებმაც“ - აღნიშნა ინგა ბაიდაშვილმა.