ზაფხულის მოახლოება ტემპერატურის მატებაზე უკვეაისახა. ცხელ ამინდში, დამოუკიდებლობის დღისუქმეებზე, მოგზაურობას ბევრი გეგმავს და გზებზემობილობა იზრდება. სანამ ქალაქიდან გასვლასგადაწყვეტთ, მნიშვნელოვანია, შეამოწმოთ, რომავტომობილის ყველა დეტალი გამართული იყოს.

„თეგეტა მოტორსში“ 25 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით სხვადასხვა შეთავაზება იმოქმედებს:

3+1 საბურავების სრულ ასორტიმენტზე

საბურავების ხარისხი, ასაკი და სეზონთან შესაბამისობა პირდაპირ კავშირშია უსაფრთხო გადაადგილებასთან. ზაფხულის მოსვლასთან ერთად გზის ზედაპირის ტემპერატურაც იზრდება. ზაფხულის საბურავების შემადგენლობაში არსებული ნივთიერებები სიცხეში უკეთესი მოჭიდების უნარით გამოირჩევა. საბურავების შეცვლა საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ მათი პროტექტორის ნახატის ზომა სცდება დასაშვებ მინიმუმს, რათა საფრთხე არ შევუქმნათ როგორც საკუთარ, ისე სხვა მძღოლების უსაფრთხო გადაადგილებას.

30%-იანი ქეშბექი საცხებ-საპოხი მიმართულების სრულ ასორტიმენტზე

ძრავის ზეთი ავტომობილის გამართული ფუნქციონირებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია. ძრავის გაგრილება, ცვეთადი დეტალების დაცვა და ტემპერატურის შენარჩუნება - ყველა ჩამოთვლილ ფუნქცია სწორედ ძრავის ზეთი ასრულებს. თუ მას ამოწურული აქვს ექსპლუატაციის ვადა, ან დაბალი ხარისხისაა, ვერ უზრუნველყოფს შეპოხვას, ტემპერატურის შენარჩუნებას და დიდირისკი, რომ დაზიანდეს მნიშვნელოვანი ნაწილები.

ჰაერის ფილტრი კი უზრუნველყოფს ძრავისათვის სუფთა ჰაერის თანაბარ და შეუფერხებელ მიწოდებას, რაც ეხმარება მას ეფექტიანად მუშობაში, სტაბილურდება საწვავის მოხმარება და სიმძლავრე.

30%-იანი ქეშბექი ATE-ს ბრენდის ხუნდებზე

სამუხრუჭე ხუნდები უსაფრთხოდ გადაადგილებისერთ-ერთი გარანტი. რაც უფრო ხარისხიანია ხუნდი, მით უფრო მცირეა სამუხრუჭე მანძილი და უსაფრთხოების ხარისხიც იზრდება. არ არსებობს კონკრეტული დრო ან გარბენი, რის მიხედვითაც უნდა შეიცვალოს ხუნდი. მისი შეცვლის საჭიროებაგანისაზღვრება ზედაპირის მდგომარეობით - თუკი შემხები ზედაპირის სისქე 2მმ-მდეა დასული, აუცილებლია მისი შეცვლა.

30%-იანი ქეშბექი EXIDE-ის ბრენდის აკუმულატორების სრულ ასორტიმენტზე

ტემპერატურამ უკვე საგრძნობლად მოიმატა, რაც ზრდის ალბათობას, რომ აკუმულატორის რესურსი შემცირდეს. შესაბამისად, აუცილებელია მისი შემოწმება. რესურსშემცირებული აკუმულატორით, დიდია ლბათობა, რომ მას გაუჭირდეს საკმარისი ენერგის წარმოქნა ძრავის ამძრავის ასამოქმედებლად და ავტომობილი ვერ დაიქოქოს.

„თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში აკუმულატორის რესურსის შემოწმება თანამედროვე აპარატებითარის შესაძლებელი. ჩანაცვლების საჭიროების შემთხვევაში კი უმაღლესი ხარისხის ამერიკული EXIDE ფირმის აკუმულატორის შეძენისასგადახდილი თანხის 30% თეგეტა ბარათზედაგიბრუნდებათ. 20%-იანი ქეშბექი მოქმედებს აკუმულატორების სხვა ბრენდებზე, ისეთებზე, როგორებიცაა VARTA, FIAMM, BEX და სხვა.

შეთავაზებებით სარგებლობისას „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში თქვენზე პროფესიონალი, სერტიფიცირებული მექანიკოსები იზრუნებენ.

მეტი კომფორტისთვის კი შეგიძლიათ, დისტანციური სერვისებით, პერსონალური მენეჯერისმომსახურებით ან ონლაინჯავშნით ისარგებლოთ.

შეგახსენებთ, რომ „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში, რებანკის აქციის პირობების თანახმად, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ტოპ|ქარდით პირველი გადახდისას არსებული ხარჯი 12 თვეზე ეფექტური 0%-ით გადაანაწილონ.

--

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგშიშემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.