უძრავი ქონების გაქირავებიდან ყველაზე მაღალ სარგებელს რეგიონის და ბალტიისპირეთის ქვეყნებს შორის საქართველო იღებს.
Galt&Taggart-ის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმოხილვის მიხედვით, „საქართველოს 2022 წელს მსგავს ქვეყნებს შორის გაქირავებიდან ყველაზე მაღალი, 10.7%-იანი შემოსავალი ჰქონდა“.
Galt&Taggart-ის ინფორმაციით, უძრავი ქონების ქირა 2023 წლის მაისში წლიურად აშშ დოლარში 44.9%-ით, ხოლო ლარში 23.7%-ით გაიზარდა. წლიური ზრდის მაღალი ტემპების მიხედავად, აპრილსა და მაისში ქირა თვე-თვესთან შედარებით შემცირდა.
2023 წლის მაისში, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ზომა წლიურად 16.6%-ით გაიზარდა და 243.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაზეც ყველაზე დიდი გავლენა პირველად ბაზარზე დეველოპერების გაყიდვებს ჰქონდა.