Galt & Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსმა, ოთარ ცუხიშვილმა რადიო "კომერსანტის" ეთერში საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი მიმოიხილა. 

ანალიტიკოსის თქმით, 2026 წლის პირველი კვარტალი ბაზრის მოთამაშეებისთვის საკმაოდ კარგად დაიწყო- გაიზარდა როგორც მოთხოვნა ასევე მიწოდებაც უძრავ ქონებაზე.

ცუხიშვილის ინფორმაცით, ამ ეტაპზე თბილისში გაყიდული ბინების უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეებზე მოდის, უცხოელ მყიდველებს შორის კი ძირითადად ისრაელის მოქალაქეები აქტიურობენ.

"მარტის მონაცემებით, 2026 წლის I კვარტალი საკმაოდ პოზიტიურად დაიწყო, როგორც მოთხოვნის, ასევე მიწოდების და ზოგადად, ფასების კუთხით. 

უბნების მიხედვით, უძრავ ქონებაზე ფასების დინამიკა მეტ-ნაკლებად თანაბარია. როგორც წესი, საცხოვრებელ ბინებზე ყველაზე მაღალი ფასი არის ცენტრალურ უბნებში(მთაწმინდა, ვაკე, ჩუღურეთი) ხოლო შედარებით ხელმისაწვდომია- გლდანი, სამგორი, დიდი დიღომი. 

ზომის მიხედვით, ყველაზე პოპულარული არის პატარა და საშუალო ზომის ბინები, ეს ორი ერთად გაყიდვების 80%-ს შეადგენს თბილისში. ფასის ზრდასთან ერთად ვხედავთ, რომ ბიუჯეტური ბინების წილი ყოველწლიურად მცირდება.

თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე მყიდველების მთავარი სეგმენტი მაინც საქართველოს მოქალაქეები არიან. გაყიდული ბინების 3/4 მოდის საქართველოს მოქალაქეებზე, თუმცა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზეც განსხვავებული ტენდენციები შეინიშნება; თუ რუსეთ-უკრაინის ომის დროს რუსეთის მოქალაქეები აქტიურობდნენ, ახლა ვხედავთ, რომ გაზრდილია ისრაელის მოქალაქეების წილი",- აღნიშნა Galt & Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსმა "კომერსანტის" ეთერში.