რუსი ექსპერტები სულ უფრო აქტიურად საუბრობენ "უიმედო" სესხების (NPL - Non-Performing Loans) ზრდის შესახებ. ბანკებში სწრაფად იზრდება ისეთი კრედიტები, რომელთა დაბრუნებასც კლიენტები ვერ ახერხებენ. სესხების რესტრუქტურიზაციის მოთხოვნა როგორც კორპორატიული, ასევე ფიზიკური პირების მიერ იზრდება, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს ბანკების ლიკვიდურობაზემაღალი საპროცენტო განაკვეთიამცირებს ბიზნესის მოგებას და ზრდის კომპანიების დეფოლტისა და ლიკვიდაციის რისკს.საბიუჯეტო დეფიციტმა, 2026 წლის I-ლ კვარტალში, 60 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ეს პირდაპირ გავლენას ახდენს საბანკო სექტორზე, რადგანაც რუსეთში სახელმწიფო ძლიერ კონტროლს ინარჩუნებს ბანკებზე.
ცენტრალური ბანკი პირდაპირ მხარდაჭერას უწევს ბანკებს (მათ შორის ფულის ბეჭდვითა და ლიკვიდობის მიწოდებით),მსხვილი ბანკები კი ფაქტობრივად სახელმწიფო გარანტიით ფუნქციონირებენ, რაც ნიშნავს, რომ სისტემა დროებით, ხელოვნურად ინარჩუნებს სტაბილურობას.
არსებული მონაცემებით, პრობლემური სესხების საერთო წილი უკვე კრიტიკულ ზონას უახლოვდება (6% ოფიციარური მონაცემებით და 10% ექსპერტების აზრით). ამასთან, მხოლოდ მოსახლეობის უიმედო ვალები, $30 მილიარდს შეადგენს, რაც გაზრდილია 33%-ით.
მოამზადა ეკონომიკურმა მიმომხილველმა გოგიტა სურამელაშვილმა