2023 წლის იანვარ-ივლისში, საქართველოდან 18.2 მლნ აშშ დოლარის 3 006 ტონა მოცვი გავიდა ექსპორტზე. ეს რაოდენობა  45%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 

მოცვის სეზონი საქართველოში სულ 2 თვეს გრძელდება. საშუალო საექსპორტო ფასი თვეების მიხედვით იცვლება და ასეთია: ივნისი   კგ-ზე 6.3 აშშ დოლარი,  ივლისი კგ-ზე 5.5 აშშ დოლარი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საგარეო ვაჭრობის პორტალის მონაცემებით, ტოპ-5 საექსპორტო ქვეყნის ჩამონათვალი ასეთია:

  • რუსეთი - 16.7 მლნ აშშ დოლარის 2 809 ტონა
  • სომხეთი - 559.5 ათასი აშშ დოლარის 64.2 ტონა
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 347.8 აშშ დოლარის 40.4 ტონა
  • პოლონეთი - 175 ათასი აშშ დოლარის 36.9 ტონა
  • ნიდერლანდები - 166 ათასი აშშ დოლარის 24.5 ტონა