საქართველოში ბრუნვის მიხედვით ყველაზე დიდი უნივერსიტეტები ცნობილია (2025 წლის პირველი კვარტალი მონაცემები)

საქსტატის მიერ Business Insider Georgia-თვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად ბრუნვის მიხედვით შემდეგი TOP 5  უნივერსიტეტი გამოიკვეთა: 

  • შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
  • შპს კავკასიის უნივერსიტეტი
  • შპს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ
  • შპს საქართველოს უნივერსიტეტი
  • შპს ევროპის უნივერსიტეტი

(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)

შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რეგისტრაციის თარიღია: 20/07/1995. კომპანიის 50%-ის მფლობელია შპს პროგრეს 2012, 50%-ის ნურლან სადიგზადე, 12.5%-ის ვახტანგ წივწივაძე, ხოლო დარჩენილი12.5%-ის ვასილ ჩიგოგიძე. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - ვახტანგ წივწივაძე.


შპს კავკასიის უნივერსიტეტის რეგისტრაციის თარიღია: 21/10/2004. კომპანიის აქციების 82%-ის მფლობელია ხატია გოგლიძე, 10,5%-ის თორნიკე შენგელია, 2.5%-ის ბორის ლეჟავა, 2.5%-ის მანანა თურქია, ხოლო დარჩენილი 2.5%-ის რატი სხირტლაძე. დირექტორი - კახა შენგელია.


შპს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს რეგისტრაციის თარიღია: 19/11/2001. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია გია კავთელიშვილი. რექტორი -  გია კავთელიშვილი.~


შპს საქართველოს უნივერსიტეტის რეგისტრაციის თარიღია: 26/07/2004. კომპანიის 50%-ის მფლობელია მანანა სანაძე, 37.5%-ის გიული ალასანია, ხოლო დარჩენილი 12.5%-ის ნიკოლოზი ალასანია. პრეზიდენტები - მანანა სანაძე და გიული ალასანია.


შპს ევროპის უნივერსიტეტის რეგისტრაციის თარიღია 27/12/1999. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია ლაშა კანდელაკიშვილი. პრეზიდენტი - ლაშა კანდელაკიშვილი.

businessinsider.ge