"კომერსანტის" რუბრიკაში "როგორ ვიზრუნოთ სამეზობლოზე სითიქომთან ერთად" სამეზობლოს პირადმა კორპორაციულმა მენეჯერმა, ჟუჟუ კაკაბაძემ ფუნქცია-მოვალეობებზე ისაუბრა.
მისი თქმით, სამეზობლოს პირადი კორპორაციული მენეჯერი, ეს არის პირი, რომელიც კორპუსის მენეჯერს „სითიქომის“ ბიზნესპორტალის მართვაში ეხმარება. ასევე, იგი კორპუსის მენეჯერთან ერთად ფინანსურ დეტალებსაც აგვარებს.
„პირადი კორპორაციული მენეჯერი არის ადამიანი, რომელიც კორპუსის მენეჯერს ეხმარება „სითიპორტალის“, სითიქომის ციფრული ბიზნესს პორტალის მართვაში. ჩვენი მოვალეობაა, რომ ფინანსური კუთხით უზრუნველვყოთ, დავეხმაროთ დავალიანებების კონტროლში, სხვადასხვა ფინანსური საკითხების მოგვარებაში, რაც გულისხმობს, რომ მათ მორგებული და გამჭვირვალე მომსახურება ჰქონდეთ, რომელიც ყოველდღიურობას გაუმარტივებს.
ჩვენ მობინადრეები ყველაზე ხშირად მოგვმართავენ სრული მომსახურების მისაღებად, სხვადასხვა პროვაიდერების მხრიდან. ასევე იმისათვის, რომ ჰქონდეთ ინფორმაცია დაზოგილ და დახარჯულ თანხებთან დაკავშირებით, სხვათა შორის, ამის ნახვა უკვე ჩვენი აპლიკაციის მეშვეობით შესაძლებელია.
ჩვენთან დაკავშირება პორტფელში მყოფ მენეჯერებს ნებისმიერ წამს შეუძლიათ, არ არსებობს მობინადრეებისთვის საჭირო საკითხი, რომელშიც არ ვერთვებით. ჩვენს ვებგვერდზე არის უშუალოდ პროვაიდერების განყოფილება, სადაც ყველა კატეგორიაა ჩამოთვლილი, სადაც დეტალურად არის ყველა სახის ინფორმაცია, რაც კორპუსის მენეჯერს შეიძლება დასჭირდეს“,- აღნიშნა ჟუჟუ კაკაბაძემ.
„სითიქომის“ ექაუნთ-მენეჯერის, ნატა ორახელაშვილის თქმით, მხოლოდ თებერვლის თვეში, თბილისში 11 ათასამდე ახალი მომხმარებელი ჰყავთ. რაც შეეხება კორპორაციული მენეჯერების არჩევის საკითხს, იგი ახალი აბონენტის დარეგისტრირებისთანავე „რენდომ“ პრინციპით ემაგრება კორპუსს და იმ დროიდანვე მზადაა, სამეზობლოს დაეხმაროს.
„როგორც კი მისამართი დაიწყებს „სითიქომით“ სარგებლობას მათ იმ დროიდანვე, პირადი მენეჯერი უკავშირდება კორპუსის წარმომადგენელს და ის არის მათთან კომუნიკაციაში და ბუნებრივია, ყველა მეზობელმა ამის შესახებ იცის.
კომპანიაში კვლევას ყველა მიმართულებით ვატარებთ, როგორც გაყიდვების, ისე ქოლ-ცენტრის მხრივ. ასევე, მოსახლეობასთანაც ვატარებთ კვლევას, თუ რამდენად კმაყოფილები არიან ჩვენი მომსახურებით ან რაიმე რჩევას ხომ არ მოგცემდნენ.
პირადი კორპორაციული მენეჯერების სერვისი, ერთი წელია, რაც დავნერგეთ და კორპორაციული მენეჯერები კორპუსის მენეჯერებთან მაშინვე გადანაწილდნენ. როგორც კი ახალი მისამართი გააქტიურდება „სითიქომში“, ბრმა არჩევის წესით, ეს მისამართი კონკრეტულ მენეჯერს ეწერება და ის იწყებს აქტიურ მუშაობას.
თბილისში, თებერვლის თვეში, 11 ათასამდე ახალი მომხმარებელი დაგვემატა. „სითიქომის“ დახმარებით სამეზობლოებმა 7 ათას ლარამდე შეაგროვეს, რაც მათი სურვილიდან გამომდინარე განაწილდა- ძირითადად ლიფტის მომსახურება, ენერგიები და კორპუსის მომსახურება“,- აღნიშნა ნატა ორახელაშვილმა.