სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გორში  ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა. შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ინდივიდუალური მეწარმე თ. ჭ.-ის (მისამართი: გორის რაიონი, სოფ კარალეთი) კუთვნილი ფრინველთა სასაკლაო შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად ობიექტზე კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა. ამასთან, დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.

გამოვლენილი დარღვევების გამო მეწარმე  დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს არალეგალური საწარმოებისა და სასაკლაოების გამოვლენას. სააგენტო ბიზნესოპერატორებს მოუწოდებს, საქმიანობა კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით განახორციელონ და არ აწარმოონ სურსათი  შესაბამისი აღიარებისა და რეგისტრაციის გარეშე.

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს