საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებისთვის და ბიზნესის მფლობელთათვის სურამში, ქალაქის ხმაურისა და ყოველდღიური რუტინისგან შორს, უნიკალური 4-დღიანი ბიზნესს რეთრითი ჩატარდება, რომელიც სტრატეგიული აზროვნებისა და ემოციური განტვირთვის იდეალურად დაბალანსებულ კომბინაციას სთავაზობს მონაწილეებს.
სტრატეგიული ბიზნესს რეთრითის პროექტის კომუნიკაციების ხელმძღვანელის, დავით ვარდიაშვილის თქმით, პროექტის წევრები უზრუნველყოფილი იქნებიან დახურული სივრცით პრემიუმ კლასის სასტუმრო „სურამი შალეში“.
ბიზნესს რეთრითის პროექტი 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
„ტურის კონცეფცია განხორციელდება 4 დღის განმავლობაში; სრულად ბუნებაში, ქალაქის ხმაურისგან მოშორებით. წინასწარ შერჩეული ლოკაცია სურამში სასტუმრო "შალეა". მონაწილეების სასტუმროში მისვლისთანავე ლოკაცია იქნება სრულად დახურული, მხოლოდ პროექტში ჩართული ადამიანები და მათი მენტორი. სტრატეგიული ბიზნესს რეთრითი მოიცავს 3 სრულ ღამეს, სულ კი 4 დღეს: ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი და კვირა.
ჩვენ, პროექტზე მომუშავე მთელ გუნდს, გულწრფელად გვჯერა, რომ კურსის ფარგლებში ისინი გადააფასებენ ყოველდღიურ მომენტებს, რაც რეალურად სტრატეგიული გადაწყვეტილებები მივიღოთ.
ამ კონკრეტული პროექტის სეგმენტად მოვიაზრებთ საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებს, ან ბიზნესის მფლობელებს. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ სექტორშია ადამიანი, ეს პროექტი არის ყველა იმ პირისთვის, რომელსაც ნამდვილად სჭირდება რელაქსაცია და ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, სტრატეგიული ბიზნესს რჩევებიც იქნება“,- აღნიშნა დავით ვარდიაშვილმა რადიო „კომერსანტის“ ეთერში.