„მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამაში” მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 30 ივლისის 12:00 საათზე დაიწყება.

განაცხადების მიღება გაგრძელდება:

  • რძის პირველადი წარმოების დაფინანსების შემთხვევაში ბიუჯეტის (3 მლნ ლარი) ამოწურვამდე
  • სათბურებისა და მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტრო სადგურების დაფინანსების მიმართულებით 30 აგვისტოს 18:00 საათამდე.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება როგორც ახალი საქმიანობის დაწყება, ასევე არსებულის გაფართოება/მოდერნიზება შემდეგი მიმართულებებით:

  •  რძის პირველადი წარმოება - შენობა-ნაგებობისა (პირუტყვის სადგომი) და ფერმის მოწყობისთვის საჭირო მცირე აღჭურვილობის თანადაფინანსება;
  • მზის ელექტრო სადგურის დამონტაჟება არანაკლებ 2 და არაუმეტეს 4 კვტ სიმძლავრე;
  • ალტერნატიული საქმიანობები ახალგაზრდებისთვის - ფინანსდება არაუმეტეს 200 კვ.მ სათბურის მოწყობა.

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამცხე-ჯავახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონში
შემავალი მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მცხოვრებლებს: კაცებს 18-35 წელი, ხოლო ქალებს - 18-40 წლის ჩათვლით.