„სითიქომი"  გამჭვირვალე სისტემის გარდა სამეზობლოებს უსაფრთხოების სისტემასაც სთავაზობს. კომპანიის ექაუნთ-მენეჯერის, ნათია ორახელაშვილის თქმით, სისტემა საქართველოში, ადგილობრივი ტექნიკოსების მიერ მზადდება და მათი ყველა პროდუქტის მსგავსად, სრულად ქართულია.

„ციფრული პროდუქტების გარდა სითიქომს აქვს ლიფტისა და კარის დაშვების სისტემები, ეს სისტემა სრულად ჩვენი გუნდის მიერ იწყობა ჩვენსავე ოფისში და სრულად ქართულია. რადგან პროდუქტი ჩვენი იდეა იყო და ჩვენ მიერვე არის შექმნილი, აქედან გამომდინარე ჩვენი ინტერესი იყო, რომ ყველა პროდუქტი, რასაც სამეზობლობს ვთავაზობთ ჩვენივე გაკეთებული იყოს და ქართული“,- აღნიშნა ორახელაშვილმა რადიო „კომერსანტის“ ეთერში.

„სითიქომის“ ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარიამ შენგელიას თქმით, კარისა და ლიფტის აპარატის აწყობაზე სამი ინჟინერი მუშაობს, რომლებისთვისაც ხარისხი და სიზუსტე უმნიშვნელოვანესია.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც სამეზობლო ,,სითიქომის” სრულფასოვანი წევრი გახდება, მის კომფორტზე პასუხისმგებლობას უბანზე განაწილებული ტექნიკოსი იღებს.

„აპარატის აწყობაზე მუშაობს სამი ინჟინერი, თითოეული მათგანი სპეციალიზებულია კონკრეტულ კომპონენტზე. ჩვენი აპარატების აწყობა კი საკმაოდ სპეციფიკური და კომპლექსურია.  პროდუქცია დროსთან ერთად იხვეწება და იცვლება, მაგრამ ჩვენთვის ერთადერთი, რაც უცვლელია, ეს არის უსაფრთხოების დაცვა და სიზუსტე. გარდა ინჟინრებისა, ჩვენი გუნდი შედგება ტექნიკოსებისა და ლოგისტიკის ოპერატორებისგან. მას შემდეგ, რაც სამეზობლო ,,სითიქომის“ სრულფასოვანი წევრი გახდება, ჩვენი გუნდი მათ უკავშირდება და ვათანხმებთ დროს, როცა ჩვენი უსაფრთხოების სისტემები მათ მისამართებზე დამონტაჟდება. სამეზობლოები განაწილებულია და ყველა სამეზობლოს ჰყავს თავისი ტექნიკოსი, რომელიც მათ უსაფრთხოებასა და კომფორტზე ზრუნავს. როცა ვიზიტის დაგეგმვა ხდება, უბანზე ჩვენი ტექნიკოსი მიდის, ამონტაჟებს ჩვენს სისტემებს და ეს სამეზობლოც მისი პასუხისმგებლობის ქვეშ ექცევა.

მას შემდეგ, რაც ჩვენს სისტემებთან დაკავშირებით ხარვეზი დაფიქსირდება, პირველ რიგში, ლოგისტიკის გუნდი და შემდეგ ამ დამუშავებულ ინფორმაციას გადასცემს სამეზობლოზე პასუხისმგებელ ტექნიკოსს; ამის შემდეგ ხდება უკუკავშირი ლოგისტიკის ოპერატორების მიერ, რომ სისტემა გამართულად მუშაობს და მოსახლეობას შეუძლია უხარვეზოდ ისარგებლოს ჩვენი პროდუქციით.

ამ ეტაპზე, ჩვენ მიერ ხარვეზების მოგვარების საშუალო დრო დაახლოებით 2 საათია, რაც ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, საკმაოდ რეალური დროა“,- აღნიშნა მარიამ შენგელიამ რადიო ,,კომერსანტის” ეთერში.