სარესტორნო სფეროს განვითარებასთან ერთად მოთხოვნა გაზრდილია თიხის ნაწარმზეც. განსაკუთრებით პოპულარული კი ამ მხრივ სოფელ შროშაში დამზადებული თიხის ნაწარმია. როგორც რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ „კომერსანტის“ ეთერში ისაუბრა, მოთხოვნა იმდენად მაღალია რომ შეკვეთის მიცემის შემდეგ თვე-ნახევარი რიგში გიწევს დგომა.

ბურჯანაძის თქმით, ეს აჩვენებს იმ ფაქტს, თუ რამდენად გადაჯაჭვულია სხვადასხვა სფეროები ერთმანეთს და რამდენად მნიშვნელოვანია პროფესიული განათლების განვითარება.

„მაგალითად შროშაში ვიყავი ახალი რესტორნისთვის ჭურჭელი რომ შემეძინა, მაშინ გავიფიქრე, რომ შროშაც კი რესტორნებზეა დამოკიდებული. შეკვეთის მიღების შემდეგ თვე-ნახევარი გიწევს რიგში დგომა, რომ შეკვეთა დაგიმზადონ, იმდენად დიდია მოთხოვნა.“- აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.