ჰაერისა და წყლის დაბინძურება, გლობალური დათბობა, ბიომრავალფეროვნების შემცირება – ეს იმ პრობლემათა მცირე ჩამონათვალია, რომელთა წინაშეც დღესდღეობით დედამიწა დგას.

კომპანია ესკო-ესის პრინციპი, შექმნის დღიდან ეკომგრძნობიარე, კომფორტული და ხარჯთეფექტიანი საცხოვრებელი და სამუშაო გარემოს შექმნა და  ამ სფეროში  ცოდნის გაზიარებაა. 

საქართველოს  რეგიონებში ენერგეტიკული გამოწვევების გადასაჭრელად კომპანია ესკო-ესი კონკრეტულ მიზანს  ისახავს და უკვე მესამედ იწყებს აბიტურიენტების  მიღებას, ესკო ესის  მწვანე ინჟინერიის ცენტრში განახლებადი წყაროების - მზე, ქარი, დედამიწის სითბო, მყარი ბიომასა.. 

ჰიბრიდული ენერგოსისტემების  მემონტაჟის პროფესიის დასაუფლებლად.მარტის შუა რიცხვებიდან  , მწვანე ინჟინერიის ცენტრის  თანამედროვე აუდიტორიებში  მესამედ  აიღებს სტარტს  სასწავლო პროგრამა -„ავტომატურად მართვადი ჰიბრიდული ენერგოსისტემების მონტაჟი და მომსახურება “ .

რომლის საკვანძო  ნაწილია ინოვაციური ტექნოლოგიების ფართო სპექტრის დანერგვა ჰიბრიდულ ენერგეტიკულ სისტემებში, რომლებიც შექმნილია მაქსიმალური ეფექტურობისა და გარემოზე ზემოქმედების მინიმალიზაციისთვის. 

ჩვენი ექსკლუზიური სასწავლო პროგრამის მიმართ ინტერესი ადასტურებს სულ უფრო მზარდ მოთხოვნას თანამედროვე პროფესიების დაუფლებაზე… ეს არის განახლებადი ენერგიის გადაწყვეტილებების  გამოყენენება  ტექნოლოგიების ცენტრალიზებული დისპეჩერიზაციის მიზნით. რაც უზრუნველყოფს  ტექნიკური გარემოსდაცვითი და ეკონომიკური პარამეტრების მართვას,  მონიტორინგს და ანალიტიკას .

ამ მიზნისთვის სპეციალურად შექმნილი სასწავლო გეგმები  მოიცავს განახლებად ენერგოწყაროებზე ბაზირებული,  მოდულური ჰიბრიდული ენერგეტიკული სისტემების ორგანიზების ყველა ასპექტს.  მათ შორის დიზაინის, ინსტალაციის და ოპერირების ონლაინ სწავლებას.

ამ ტიპის  განათლების მიღება ემსახურება  სპეციალური პროფესიული განათლების პროგრამების ხელშეწყობას ორივე სქესისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით. 

ასეთი  კოლექტიური ძალისხმევის საშუალებით,  ჩვენ ვქმნით საფუძველს უფრო ნათელი, სუფთა მომავლისთვის, რომელშიც განახლებადი ენერგიის წყაროები ცენტრალურ როლს  შეასრულებენ თემების მდგრად გაძლიერებაში.

ბიზნესი და პროფესიული სკოლები ერთად აყალიბებენ გზას ენერგეტიკული მდგრადობისა და გარემოს დაცვისაკენ.  რაც ადასტურებს, რომ თანამშრომლობას  და ცოდნის გაცვლას შეუძლია გზა გაუხსნას ტრანსფორმაციულ ცვლილებას ყველაზე რთულ რელიეფებშიც კი.

სტუდენტები განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიის სრულყოფილად ათვისებით, ყალიბდებიან როგორც გადაწყვეტილების მიმღებები.  რაც უზრუნველყოფს მათ დეველოპმენტს. პარტნიორები მიზნად ისახავენ  გააძლიერონ ახალი თაობის გამოცდილი პროფესიონალები, რომლებსაც შეუძლიათ მდგრადი ენერგეტიკული პრაქტიკის განვითარება მთიან და ნახევრად არიდულ რეგიონებში.

პ. ს

კომპანია ესკო ესმა პროფესიული უნარების სააგენტოს დაფინანსებით დაიწყო აპლიკანტთა რეგისტრაცია მოკლევადიანი პროფესიული მომზადება-გადამზადების  პროგრამაზე „ავტომატურად მართვადი ჰიბრიდული (20-500კვტ./სთ ჯამური სიმძლავრე) ენერგოსისტემების მონტაჟი და მომსახურება “ ! რეგისტრაცია

დასრულდება 17 მარტს!

სწავლის მსურველები დარეგისტრირდით საიტზე www.vet.emis.ge