ჩვენ თვალწინ ნათლად დგას ე.წ. ფეიკ ნიუსების პრობლემა, რომლის ფარგლებშიც, ინფორმაციას მიზანმიმართულად ავრცელებენ ისინი, ვისაც დაფიქრება არ სურთ. რაც მარტივია, მით უკეთესი?

გუშინ ინტერნეტში ტალღისებურად გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, თითქოსდა, Yandex Eats -მა მუშაობის დაწყების შესახებ სარეკლამო კამპანია წამოიწყო. კამპანიაში იყენებენ გამოსახულებას, რომელიც საქართველოს ბევრი მოქალაქისთვის შეურაცხმყოფელია და სარკასტულად ამახინჯებს ქვეყნის ტერიტორიის რუკას.

Yandex Go-მ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა საკუთარ გვერდზე იმის შესახებ, რომ Yandex Eats-ის მიერ გავრცელებული კონტენტი არავითარ კავშირში არ არის Yandex Go-ს კომპანიასთან და არც თავად Yandex Eats-ის კრეატორები არ არიან დაკავშირებული კომპანიასთან.

გადავხედოთ ფაქტებს

– ქვეყანაში Yandex Eats ამჟამად არ ფუნქციონირებს, საქართველოში მსგავსი აპლიკაცია არ არსებობს, ასევე Yandex Go-ს არ აქვს საკვების მიტანის სერვისი. კომპანია დიდი ხანია, სწავლობს ბაზარს, ამაზე საუბარი მიდის, მაგრამ ფაქტები შემდეგია:

– გვერდი, საიდანაც გავრცელდა სარეკლამო კამპანია, ვერ მოიძებნა. ის, ალბათ, „ფეისბუკმა“ წაშალა. ამიტომ ვრცელდება მხოლოდ „სქრინშოთები“ და არა – ბმულები;

– საქართველოში მოქმედი Yandex Go-ს სერვისის „ფეისბუკის“ გვერდზე დევს კომპანიის განცხადება, რომ გვერდი და სურათი არის ყალბი და არანაირი კავშირი არ აქვს კომპანიასთან;

– ამ კამპანიის არც ერთი გამავრცელებელი, მათ შორის, მედია, არ გვთავაზობს Yandex-ის მოსაზრებას ამასთან დაკავშირებით.

კითხვები

დღეს არ შეიძლება, არ დავუსვათ საკუთარ თავს კითხვა, ვინ შეიძლება, ისარგებლოს ამა თუ იმ კამპანიით. კომპანიები, ბრენდები, ადამიანები ადვილად ხდებიან მარიონეტები კონკურენციასა და პოლიტიკურ თამაშებში.

ის, რაც Yandex-ის გარშემო განვითარდა, ამის ნათელი მაგალითია.

ვნახოთ, მოახდენს თუ არა რეაგირებას ხელისუფლება და მოძებნიან თუ არა ამ ყალბი კამპანიის ნამდვილ შემქმნელებსა და მათ დამკვეთებს.

წყარო: kvira.ge